суббота, 17 октября 2009 г.


პროექტის სახელი: ნოდარ დუმბაძე _ 'მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~.

პროექტის მოკლე აღწერა: ქართველი მწერლების შემოქმედებისა და ქართული კინემატოგრაფიის ნიმუშების პოპულარიზაცია.

პროექტის სრული აღწერა: სულ ახლახანს მომსწრენი გავხდით ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენებისა. ამ ფაქტზე ყურადღების, კიდევ ერთხელ, გასამახვილებლად მიაზნად დავისახე აღნიშნული გაკვეთილის სამფაზიანი მოდელით დაგეგმვა და წარმართვა.

გაკვეთილი იწყება ფილმის 'მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~-ის ჩვენებით (ტექნიკურად ფილმის ჩვენება თუ ვერ ხერხდება, შეიძლება სლაიდშოუს საშუალებით ვაჩვენოთ კადრები ფილმიდან). ვახდენ პროვიცირებას და ვაკვირდები, მოსწავლეები პერსონაჟების ამოკითხვისა და მელოდიის მოსმენის საშუალებით როგორ ახერხებენ ფილმის ამოცნობას. ამით ვიკვლევ, თუ რამდენად იცნობენ ისინი ქართული კინემატოგრაფიის ნიმუშებს. კითხვების საშუალებით იკვეთება სწორი პასუხი, ნაწარმოების ავტორი.

სლაიდშოუს დახმარებით მიეწოდებათ ინფორმაცია მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ. 

 მასწავლებელი კითხულობს ტექსტს, რის შემდეგაც, მოსწავლეების ნაწილი საკუთარ ისტორიას ამოიცნობს, ხდება აზრთა გაცვლა.

 კომპიუტერის გამოყენებით მოსწავლეები ასრულებენ აქტივობას 'უცხო სიტყვების განმარტება~(სლაიდის ერთ სვეტში მოთავსებულია მათთვის გაუგებარი სიტყვები, მაუსის დახმარებით კი, რიგითობას შეუცვლის მეორე სვეტში მოთავსებულ სავარაუდო განმარტებებს).  

 მასწავლებლის მიერ ყურადღება მახვილდება ტექსტის იმ მონაკვეთზე, სადაც საუბარია ზმნის პირიანობაზე. სლაიდშოუს გამოყენებით მოსწავლეები აკვირდებიან ზმნის ცვალებადობას პირის მონაცვლეობის მიხედვით.

მოსწავლეებისათვის დარიგებული ბარათების საშუალებით ხდება იმ ინფორმაციის უკან დაბრუნება, რაც გაკვეთილის მსვლელობისას დააგროვეს. აღნიშნული ბარათების საშუალებით ვახდენ მათ შეფასებას.

 საშინაო დავალება:

ზეპირი: ტექსტი თხრობით (შინაარსის გადმოცემა ინსცენირებით)

წერითი: თავისუფალი თემა 'წერილი მწერალს~.

იგეგმება ფილმის სრული ვარიანტის ჩვენება და ექსკურსია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში (სოფ. ხიდისთავში), სადაც მოსწავლეები პრეზენტაციას გაუკეთებენ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ, მათ მიერვე მოძიებულ ინფორმაციებს.

მონაწილეთა ასაკი: 9 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფილმის ჩვენება, ტესტური სამუშაოები, სლაიდშოუს გამოყენება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ინსცენირება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ექსკურსია. 

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები კიდევ ერთი ქართველი მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას ეზიარებიან. გაუღვივდებათ ინტერესიმწერლის შემოქმედების გაცნობისა.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ.IV.1.მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარს.

ქართ.IV.2.მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ. 

ქართ.IV.3. მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.

ქართ.IV.8.მოსწავლე თხზავს სხვადსხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს.


ქართ.IV.9.მოსწავლე წერს შესწავლილი ტექსტის შინაარსს და ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.

ქართ.IV.11.მოსწავლე ფლობს წერის სტრატეგიებს.

პროექტის ფასილიტატორი:მაია ჩხარტიშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maiachkhartishvili2@gmail.com

 პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: makoguria.bliogspot.com